სტუმრად იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში

12 მაისი,2017

მიმდინარე წლის 9 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის, უნივერსიტეტის ჟურნალის „ჩვენი უნივერსიტეტი“ რედაქტორის, პროფესორ იოსებ ჭუმბურიძის და სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ბატონ ზურაბ ზურაბაშვილის შემადგენლობით პროფესორ გერშონ ბენ-ორენთან ერთად ეწვია იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტს. იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტი წარმოადგენს ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტს, რომელიც თანამშრომლობს ამერიკის და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან.
ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ ჯეინ ტერნერთან, სადაც განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლის და ორმაგი დიპლომის პროგრამების განხორციელების საკითხები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საინფორმაციო შეხვედრა

2025 წლის 3 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.შეკრებილი აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქამებასთან დაკავშირებით

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 3...

03 ივლისი, 2025 სრულად ნახვა