ტემპუსის პროექტი

21 სექტემბერი,2015

2015 წლის 18 სექტემბერს გორის უნივერიტეტში შედგა ტემპუსის პროექტის -#544191-Tempus-1-2013-1PT-JPCR - (საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დანერგვა სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებისათვის) წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გორის უნივერიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი სოსიაშვილი, პროექტის კოორდინატორი ბატონო ჟან-ნოელ პაშუ (გრენობლის აკადემია), პროექტის მენეჯერი გორის უნივერსიტეტში ქალბატონი რუიზან მექვაბიძე, ბატონი ალექსანდრე ედიბერიძე - საქართველოს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები გორის უნივერიტეტიდან: სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, ქალბატონი ციური დურული, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელძღვანელი, ქალბატონი თეა ხორგუაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის პროფესორები: მაია აზმაიფარაშვილი, ნანა ახალაია, ლეილა მამულაშვილი.
განხილული იყო პროექტის მიმდინარეობა, მასთან დაკავშირებული პრობლემები და გადაჭრის გზები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საახალწლო სტუდენტური კონცერტი

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი სტამბოლში

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გაბუნიასთან და...

25 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა