ტრენინგი აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის, პროგრამის ხელმძღვანელებისათვის, ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალისათვის
07 თებერვალი,2025მიმდინარე წლის 7 თებერვალს სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის, პროგრამის ხელმძღვანელებისათვის, ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამების ,,ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოსთან“ და ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ტრენინგს უძღვებოდნენ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის ხელმძღვანელი ლევან მიდოდაშვილი და სასწავლო პროცესის
მართვის სამსახურის უფროსი ციური დურული. ღონისძიების ბოლოს პასუხი გაეცა დამსწრეთა შეკითხვებს.