ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

25 ივლისი,2025

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 25 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები.

სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრისას მან ისაუბრა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მომავლის პერსპექტივებზე.

ბატონმა კობა კობალაძემ მოკლედ მიმოიხილა ვეტერანთა სამსახურის შექმნის ისტორია, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრის დასასრულს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ერთობლივი საგანმანათლებლო და სოციალური ინიციატივების განხორციელებისკენ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

თანამშრომლობის მემორანდუმი

სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის...

01 მაისი, 2026 სრულად ნახვა

სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება

მიმდინარე წლის 27 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

27 აპრილი, 2026 სრულად ნახვა