ვებინარი აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის
07 აგვისტო,2024მიმდინარე წლის 7 აგვისტოს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ვებინარი, რომელიც ეხებოდა სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის საკითხებს, კერძოდ აკადემიურმა პერსონალმა და მკვლევარებმა/სამეცნიერო პერსონალმა როგორ გაზარდოს საკუთარი რეიტინგი და ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით. ვებინარზე წამყვანმა მსმენელებს გააცნო ის ბაზები (ORCID, ResearchGate, Google Scholar, Publons), სადაც მკვლევარებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და ატვირთონ საკუთარი სამეცნიერო შრომები. ამ ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით ბევრი ანალიტიკური ბაზა ადგენს მკვლევარის რეიტინგს.