ერასმუს+ ის დღეები საქართველოში

16 ოქტომბერი,2021

 15 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ერასმუს+ ის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა, სადაც შეიკრიბნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას ჟან მონეს აქტივობების ფარგლებში. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ერასმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისი.

ღონისძიება გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

ჟან მონეს აქტივობების ნაწილში ყველა წარმომადგენელმა ისაუბრა პროექტებზე, მიზნებზე, შედეგებზე და გამოწვევებზე. მათ შორის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჟან მონეს მოდულის „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ კოორდინატორმა ეკატერინე ქარდავამ გააკეთა პრეზენტაცია მოდულის მნიშვნელობისა და უკვე მიღწეული შედეგების თაობაზე. ქალბატონმა ე.ქაარდავამ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ევროკავშირის ელჩს საქართველოში საჩუქარად გადასცა მოდულის ფარგლებში დამზადებული სპეციალური ყელსახვევი.
თბილისი
15.10.2021.

მიმაგრებული სურათები