
ჟან მონეს აქტივობები კონფერენცია „საქართველო და ევროინტეგრაცია“ 28-29 ივლისი, 2022 წ
29 ივლისი,20222022 წლის, 28-29 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟან მონეს აქტივობების ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია „საქართველო და ევროინტეგრაცია“ (პროფ. ემზარ ფაჟავასა და პროფ. ოლივერ რაისნერის კოორდინირებით). კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ათეულობით პროფესორებმა საქართველოდან და უცხოეთიდან.
ჟან მონეს მოდულის „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ შედეგების გავრცელებისა და პროფესიულ-აკადემიური საზოგადოებისათვის საჯაროდ გაზიარების მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ეკატერინე ქარდავა მოხსენებით წარსდგა კონფერენციაზე. მოხსენების თემა იყო „ევროპული სწავლების გაძლიერების პოლიტიკა სამართლის პროგრამებში“.
იხ. კონფერენციის დღის წესრიგი და პროფესორ ე. ქარდავა პრეზენტაცია.