ჟან მონეს მოდული გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი კონფერენცია

10 ივნისი,2022

ჟან მონეს მოდული
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
კონფერენცია „ევროკავშირი და გორი“
10 ივნისი, 2022 წ
N 619809-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE

2020 წელს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების (JMA) კონკურსში და მიიღო მხარდაჭერა ჟან მონეს მოდულის „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ (EUEAA) განხორციელებაში. მოდულის ფარგლებში შემუშავდა კურიკულუმი „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი დაახლოება“. სასწავლო კურსი ინტეგრირებულია სამართლისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებში, ასევე, სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამებში.
მოდულის მიზანია, ევროპული სწავლების გაძლიერება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება. იხ. მოდულის ვებ-გვერდი https://gu.edu.ge/ge/international-relations1/jean-monnet-module/activities
მოდულის ფარგლებში ჩატარდა სტუდენტთა კონფერენცია 2022 წლის 10 ივნისს, სახელწოდებით „ევროკავშირი და გორი“. საკონფერენციო მოხსენებებსა და სტატიებში წარმოდგენილი იყო შიდა ქართლის ფარგლებში (მთლიანად რეგიონში, ან გორში ან კონკრეტულ სოფელში) ევროკავშირის დახმარებების ინსტრუმენტებით ინიცირებულ და განხორციელებულ საქმეები, პროექტები და შედეგები.
კონფერენციის მიზანი იყო, გსსუ-ის სტუდენტებს მოეძიებინათ ოფიციალური ინფორმაცია და შეესწავლათ - რა პროექტები ხორციელდება/განხორციელდა ევროკავშირის დახმარებებით უშუალოდ იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ და სწავლობენ.

საკონფერენციო მოხსენებები გამოქვეყნდება საჯაროდ. შედეგები მოემსახურება:
- შიდა ქართლის მოსახლეობაში, ევროკავშირის თაობაზე ცნობიერების გაზრდას;
- გსსუ-ის როლის გაზრდას დეზინფორმციასთან ბრძოლასა და ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკაზე სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას;
- სტუდენთა კვლევითი უნარების განვითარებას, და, ზოგადად, კვლევითი საქმიანობის გამრავალფეროვნებასა და გაძლიერებას უნივერსიტეტში;
- ახალგაზრდობის როლის წამოწევას და მათ მოტივაციას საზოგადოებრივი თუ სხვა საქმიანობაში ჩართულობის მიზნით.
კონფერენციის ორგანიზების ჯგუფში შედიოდნენ:
ეკატერინე ქარდავა
მარიკა შერაზადაშვილი
ივანე ბალახაშვილი
გიორგი ყაზიშვილი
ზურა ზურაბაშვილი
ციური დურული

მიმაგრებული სურათები