ჟან მონეს მოდული გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სემინარი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის

01 დეკემბერი,2021

ერასმუს+ ჟან მონეს მოდულის „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთნხმებაში“ (EUEAA) ფარგლებში, 2021 წლის 22 და 29 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ჩატარდა სემინარი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის.

სემინარზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, ბიზნესი, სოციალური მეცნიერებებისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი მარიამ შერაზადაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურა ზურაბაშვილი და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი ციური დურული. სემინარი ჩაატარა, პროფესორმა და მოდული კოორდინატორმა ეკატერინე ქარდავა.
სემინარის მიზანი იყო, ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობადობის ამაღლება და უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარება.
სემინარის თაობაზე ინორმაცია გაშუქდა ადგილობრივ ბეჭდურ პრესაში და ტელევიზიაში.

მიმაგრებული დოკუმენტები

მიმაგრებული სურათები