
ჟან მონეს მოდული/Jean Monnet Module გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი/ Gori State Teaching University კონფერენცია „ევროკავშირი და გორი“/Conference “EU in Gori”
04 თებერვალი,2022ჟან მონეს მოდული/Jean Monnet Module
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი/ Gori State Teaching University
კონფერენცია „ევროკავშირი და გორი“/Conference “EU in Gori”
10 ივნისი, 2022 წ./ June 10, 2022
N 619809-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE
2020 წელს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების (JMA) კონკურსში და მიიღო მხარდაჭერა ჟან მონეს მოდულის „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ (EUEAA) განხორციელებაში. მოდულის ფარგლებში შემუშავდა კურიკულუმი „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი დაახლოება“. სასწავლო კურსი ინტეგრირებულია სამართლისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებში, ასევე, სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამებში.
მოდულის მიზანია, ევროპული სწავლების გაძლიერება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება. იხ. მოდულის ვებ-გვერდი https://gu.edu.ge/ge/international-relations1/jean-monnet-module/activities
მოდულის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტთა კონფერენციის ჩატარება 2022 წლის 10 ივნისს. სტუდენტთა კონფერენციის სახელწოდებაა „ევროკავშირი და გორი“. საკონფერენციო მოხსენებები და სტატიები უნდა ასახავდეს, შიდა ქართლის ფარგლებში (მთლიანად რეგიონში, ან გორში ან კონკრეტულ სოფელში) ევროკავშირის დახმარებების ინსტრუმენტებით ინიცირებულ და განხორციელებულ საქმეებს, პროექტებსა და შედეგებს.
საკვლევი სფერო შეიძლება იყოს მრავალი. მაგალითად, განათლება და ახალგაზრდობა; ინფრასტრუქტურული პროექტები; ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა; გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა; მუნიციპალური გაძლიერება; გორის უნივერსიტეტის როლი საქართველოს დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის სფეროში; რეგიონული მედია და ევროპული ინტეგრაცია; სურსათის უვნებლობა და სხვა.
კონფერენციის მიზანია, გსსუ-ის სტუდენტებმა მოიძიონ ოფიციალური ინფორმაცია და შეისწავლონ რა პროექტები ხორციელდება/განხორციელდა ევროკავშირის დახმარებებით უშუალოდ იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობენ და სწავლობენ. ასეთი კვლევის შედეგები, წარსდგება კონფერენციაზე საუნივერსიტეტო აკადემიის წინაშე, ხოლო შემდეგ საკონფერენციო ჟურნალის სახით გავრცელდება ფართო საზოგადოებაში. შედეგები მოემსახურება:
- შიდა ქართლის მოსახლეობაში, ევროკავშირის თაობაზე ცნობიერების გაზრდას;
- გსსუ-ის როლის გაზრდას დეზინფორმციასთან ბრძოლასა და ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკაზე სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას;
- სტუდენთა კვლევითი უნარების განვითარებას, და, ზოგადად, კვლევითი საქმიანობის გამრავალფეროვნებასა და გაძლიერებას უნივერსიტეტში;
- ახალგაზრდობის როლის წამოწევას და მათ მოტივაციას საზოგადოებრივი თუ სხვა საქმიანობაში ჩართულობის მიზნით.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია გსსუ-ის სამაგისტრო და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს. სტუდენტებმა უნდა წარადგინონ კვლევითი ნაშრომი წერილობითი ფორმით. სტუდენტებს მოეთხოვებათ საკონფერენციო სტანდარტის დაკმაყოფილება, როგორც შინაარსობრივი აკადემიურობის, პატიოსნებისა და ფაქტობრივი სიზუსტის, ასევე, წერის ტექნიკური სტანდარტების თვალსაზრისით.
- საკონფერენციო მზადება გამოცხადებულია.
- საკონფერენციო თემატიკის სათაურებსა და კონცეფციასთან დაკავშირებული კონსულტაციების გავლის ბოლო ვადაა 1 მარტი, 2022 წ.
- საკონფერენციო თემების მიღების ბოლო ვადაა 1 მაისი, 2022 წ.
კონფერენციის ორგანიზების ჯგუფია:
ეკატერინე ქარდავა, eka_kardava@yahoo.com
ივანე ბალახაშვილი, v.balakhashvili@gmail.com
გიორგი ყაზიშვილი, g.kazishvili@gmail.com
იხ. მიბმული დებულება