
კურიკულუმი „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი დაახლოება“
08 მაისი,20212021 წლის გაზაფხულზე, Jean Monnet Module-ის ფარგლებში „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“, გორის უნივერსიტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაიწყო სწავლება საგნისა „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი დაახლოება“.
სასწავლო კურსს გადის 3 სხვადასხვა ჯგუფი:
- სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები (6 კრედიტიანი, 42 საკონტაქტო საათი)
- საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები (6 კრედიტიანი, 42 საკონტაქტო საათი)
- ბიზნეს ადმინსიტრირების საბაკალავრო სტუდენტები (5 კრედიტიანი, 38 საკონტაქტო საათი)
მთლიანობაში გაზაფხულის სემესტრზე სწავლებას გადის 52 სტუდენტი, 122 საკონტაქტო საათის (სალექციო-სასწავლო-სასემინარო) ფარგლებში.
კურიკულუმის ფარგლებში განსახილველი საკითხებია:
- ევროკავშირის დაფუძნება, განვითარების დინამიკა, გაფართოება, ფასეულობები, მიზნები.
- საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების დინამიკა (1996 წლიდან („პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებიდან) დღემდე, მათ შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, პარტნიორობა მობილურობისათვის, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ასოცირების შეთანხმება და სხვა).
- ასოცირების შეთანხმება, როგორც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება; ასოცირების შეთანხმების ძალაუფლება და პოზიცია ეროვნულ სამართალში.
- ევროკავშირის სამართლის სისტემა, წყაროები, მეორეული კანონმდებლობის მიღება, მეორეული კანონმდებლობის ბუნება.
- ევროკავშირის პოლიტიკური ორგანოები.
- ასოცირების შეთანხმების სტრუქტურა, ორგანიზების წესი, პოლიტიკური, სავაჭრო და სექტორალური ნაწილები.
- სამართლებრივი აპროქსიმაციის არსი, ცნება, მისი სახეები (ეტაპობრივი, დინამიური), სამი სტადია (საკანონმდებლო პროცესი, შესრულება და აღსრულება).
- შესაბამისობის ცხრილი და ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შემოწმების მექანიზმი.
- მდგრადი განვითარების ცნება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და მისი მნიშვნელობა სამართლებრივი აპროქსიმაციის სფეროში.
- DCFTA, მიზნები, შედეგები.
- ვაჭრობა და ექსპორტ-იმპორტის პოლიტიკა, ცნება „წარმოშობილია საქართველოში“.
- კონკურენციის პოლიტიკა და თავისუფალი ბაზარი.
- სხვადასხვა სექტორალური მიმართულებები - დასაქმება, შრომა, მომხმარებელთა უფლებებები, ტრანსპორტი, განათლება და სხვა.
- ევროკავშირის შიდა ბაზარი და საქონლის გადაადგილების თავისუფლება.
- ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პრაქტიკა და ქეისები.
- სამართლებრივი აპროქსიმაციისა და ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის კოორდინაციის სისტემა საქართველოში.
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის ფორმატები.
- ევროპული ინტეგრაციის მონიტორინგი სამოქალაქო სექტორის დონეზე.
- ევროკავშირის დახმარების ფორმები და ოდენობა.