
სწავლება ევროკავშირის შესახებ ჟან მონეს მოდულის ფარგლებში 2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრში
05 ნოემბერი,20212021 წლის გაზაფხულზე, Jean Monnet Module-ის ფარგლებში „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“, გორის უნივერსიტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის (სამაგისტრო და საბაკალავრო) ფარგლებში დაიწყო სწავლება საგნისა „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი დაახლოება“.
2021-2022 სასწავლის წლის შემოდგომის სემესტრში დაიწყო ჟან მონეს მოდულით გათვალისწინებული „ევროკავშირის სამართლის“ სასწავლო კურსის სწავლება სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა და საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლების ფარგლებში ამ პროგრამების სპეციფიკით გათვალისწინებული შესაფერისი კრედიტების მოცულობითა და დასახელებით. კერძოდ, სწავლება დაიყო ორ ჯგუფში, სადაც ერთობლივად დარეგისტრირებულია 60 სტუდენტი. თითოეულ ჯგუფში სკონტაქტო საათია 42 საათი, სულ 84 საათი.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის Jean Monnet მოდულის ფარლგებში დაგეგმილია ყოველსემესტრული სწავლება ევროკავშირის, ასოცირების შეთანხმებისა და სამართლებრივი აპროქსიმაციის თაობაზე, რაც მიზნად ისახავს გორის უნივერსიტეტში ევროპული ასოცირების პროცესების მხარდაჭერასა და განვითარებას, ამავდროულად, პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების აღზრდას.