წიგნი „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია“ ჟან მონეს მოდულის ფარგლებში „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“

06 ივნისი,2023

 

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2023 წელს, გამოიცა წიგნი „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია“. წიგნის ავტორია ჟან მონეს პროფესორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ეკატერინე ქარდავა. წიგნის რედაქტორია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი გურანდა ჭელიძე. წიგნი შემუშავებული და გამოქვეყნებულია ჟან მონეს მოდულის ფარგლებში „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“.

წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს ლექტორებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ევროკავშირისა და ასოცირების შეთანხმების სწავლებისა და კვლევის პროცესში. წიგნს, ასევე, აქვს პრაქტიკული ღირებულება იმ პირებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში, სტრატეგიული დაგეგმარების ანდა საკანონონმდებლო საქმიანობაში.
წიგნის შინაარსი და ფორმატი უნიკალურია და ინოვაციურია. ამ სახით სამართლებრივი ევროპეიზაციის განმარტება პირველია საქართველოში. აქ ახსნილია სამართლებრივი აპროქსიმაციის სახეები, მეთოდები, სტადიები, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების სპეციფიკა, აპროქსიმაციის გამიჯვნა ჰარმონიზაციისგან, ასოცირების შეთანხმების დადების ისტორიული და სამართლებრივი კონტექსტი, შესაბამისობის ცხრილის დანიშნულება და ახალი საკანონმდებლო ტექნიკა, ასოცირების შეთანხმების თანმიმდევრობისა და სტრუქტურის ლოგიკა, ევროკავშირის სამართლის სხვადასხვა მიმართულებების ძირითადი მომწესრიგებელი დებულებები, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის კონცეპტუალური ღირებულება და სხვა.

 

მიმაგრებული სურათები