საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის

18 ივლისი,2019

2019 წლის 17 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით გორის უნივერსიტეტში დაიწყო საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის, სადაც მონაწილეობას იღებენ ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი), რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის (თურქეთი) და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

საზაფხულო სკოლის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის აკადემიურ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს.

საზაფხულო სკოლა გახსნა და სტუდენტებს შეხვდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ქართულ-პოლონური და ქართულ-თურქული ურთიერთობების შესახებ და ასევე ჩაატარა ლექცია თემაზე "საქართველოს ისტორია". საზაფხულო სკოლის პირველ დღეს ლექცია ჩაატარა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, დოქტორმა იოსებ ალიმბარაშვილმა, რომელმაც ისაუბრა შიდა ქართლის ისტორიის შესახებ.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა პირველ დღეს დაათვალიერეს ქალაქის ღირშესანიშნაობები, ეთნოგრაფიული მუზეუმი და იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026

„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026-ის” ფარგლებში ა/წ 18 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

18 სექტემბერი, 2026 სრულად ნახვა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს 2026“...

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სტარტი აიღო „მეცნიერების რეგიონულმა ფესტივალმა...

17 სექტემბერი, 2026 სრულად ნახვა