გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს 2026“ უმასპინძლა

17 სექტემბერი,2026


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სტარტი აიღო „მეცნიერების რეგიონულმა ფესტივალმა 2026“, რომლის ფარგლებშიც 17 სექემბერს მასშტაბურ ღონისძიებას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეები დაათვალიერა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, რომელსაც უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი და წარმოდგენილი ექსპოზიციები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა წარუდგინა.
ფესტივალის ფარგლებში საზოგადოებისა და ახალგაზრდობისთვის მოეწყო მრავალპროფილური შემეცნებით-სამეცნიერო აქტივობები. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებსა და ვორქშოფებში (ქიმია, ფარმაცია, პირველადი სამედიცინო დახმარება, ქირურგიული კერვა), აგრეთვე გაცნობოდნენ ვირტუალური რეალობის თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის ბაზაზე წარმოდგენილ იმიტირებულ არქეოლოგიურ ველს, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ექსპონატებს, კალიგრაფიის კონკურსის ნამუშევრებს, შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიულ ძეგლთა ფოტოგამოფენასა და პროფესიული სტუდენტების ნამუშევრებს.
ახალგაზრდა თაობის სამეცნიერო საქმიანობაში ჩართულობის მიზნით, მოსწავლეებისთვის ჩატარდა CERN-ის STEM მასტერკლასები. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოება გაეცნო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო შესაძლებლობებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ბატონი სიმონ გულედანი; გორის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი კონსტანტინე ბუზალაძე; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი მარლენ ნადირაძე; გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ბერძნიშვილი. კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნათია ილურიძე. პროფესორ-მასწავლებლები, პედაგოგები, მოწვეული სტუმრები და ქალაქის წარმომადგენლები.
ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზბენდი "კანუდოსი"

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026

„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026-ის” ფარგლებში ა/წ 18 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

18 სექტემბერი, 2026 სრულად ნახვა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს 2026“...

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სტარტი აიღო „მეცნიერების რეგიონულმა ფესტივალმა...

17 სექტემბერი, 2026 სრულად ნახვა