ამერიკის დღეები

04 ივნისი,2015

2015 წლის 4 ივნისს ამერიკის დღეების ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ამერიკათმცოდნეობისკონფერენცია ჩატარდა.

კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე. ამერიკის საელჩოს კულტურულმა ატაშემ ჯეიმს დუიმ და საელჩოს წარმომადგენელმა რიჩარდ ნელსონმა კონფერენციის მონაწილეებსა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს.

კონფერენციაზე გორის უნივერსიტეტის პროფესორებმა ოთარ ჯანელიძემ და თეა ხორგუაშვილმა წაიკითხეს მოხსენებები საქართველო-ამერიკის ისტორიასა და ეკონომიკური ურთიერთობის შესახებ, ფოლოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ანა იმნაძის მოხსენება ეხებოდა  ზვიად გამსახურდიას ნათარგმნ ამერიკულ პოეზიას, ხოლო სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორმა, დეკანის მოადგილემ ჰალილგუვენმა წარადგენა სანდიეგოს უნივერსიტეტი.

კონფერენციას ესწრებოდნენ  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი,  საელჩოს წარმომადგენლები, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

კონფერენციის დასასრულს გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის - ,,მწვრთნელის“ ჩვენება.

 

 

 

 

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა