ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო
27 ოქტომბერი,202527 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: გიორგი მირაზანაშვილმა, თორნიკე ჩხიკვაძემ, გელა სადაღაშვილმა და ლუკა აბრამიშვილმა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ცნობილი გორელი ხელოვანი დავით დარბაიძე.
სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმარმა წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება. ღონისძიებას მოჰყვა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეებისთვის დაესვა კითხვები და გაეცვალათ შეხედულებები.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტმა ლუკა აბრამიშვილმა.
ღონისძიება ემსახურებოდა სტუდენტური შემოქმედების მხარდაჭერას.