ანგარიში-პრეზენტაცია

14 მაისი,2015

2015 წლის 13 მაისს, 16:00 საათზე, 302-ე აუდიტორიაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორმა, ანა მესხმა, რომელმაც მოიპოვა ევროკომისიის ბაკისის პროგრამით გათვალისწინებული პოსტ-დოქტორანტული მობილობა ბასკეთის სახელმწიფო უნივერსტიტეტში, წარმოადგინა ანგარიში-პრეზენტაცია „ჩემი თვალით დანახული ბასკეთი“. მომხსენებელმა ისაუბრა პროგრამისა და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ, ბასკეთის უნივერსიტეტის სამი კამპუსისა და ქალაქების - ბილბაოს, სან სებასტიანისა და ვიტორიას შესახებ. პრეზენტაციის ბოლოს პროფესორმა ა. მესხმა წარმოადგინა მის მიერ შენიშნული ქართულ-ბასკური მსგავსებების რამდენიმე მაგალითი. პრეზენტაცია დამთავრდა ბასკური ქორწილის მოკლე ვიდეო ჩანაწერით, სადაც კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ქართულ-ბასკური ტრადიციების მსგავსება.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა