არქეოლოგიური კერისა და მისი ნიმუშების ადგილზე გაცნობა

20 მაისი,2016

2016 წლის 19 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები და ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით ფაკულტეტზე მოწვეული სპეციალისტის, არქეოლოგიის დოქტორის გიორგი მინდიაშვილის ინიციატივით ეწვივნენ და დაათვალიერეს ძვ. წელთაღრიცხვის IV-I ათასწლეულის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი ,,გუდაბერტყა-ციხიაგორა“, სადაც სხვადასხვა დროს აღმოჩენილია უძველესი მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, მეტალურგიის, მეთუნეობის, მშენებლობისა და კედლის მხატვრობის ნიმუშები.
 სტუდენტები გაეცვნენ ადამიანთა უძველეს ნამოსახლარებს, გეომეტრიულად და რელიეფურად შემკული კერამიკული ჭურჭლისა და კერის ნაშთებს, შენობის გადახურვას, დააკვირდნენ ხანძრისა თუ სხვა პროცესების შედეგად ადგილზე შექმნილ მდგომარეობას. გაესაუბრნენ არქეოლოგ - შოთა ირემაშვილს და ასისტენტ არქეოლოგ - კობა კობერიძეს.
 რამდენადაც, ისტორიის სპეციალობის სტუდენტებისათვის არქეოლოგიის კურსი ძირითად სასწავლო დატვირთვას წარმოადგენს, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური კერისა და მისი ნიმუშების ადგილზე გაცნობა მათთვის ცოდნის მიღების დამატებითი მოტივაციაა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა