ბერიკა შუკაკიძის წიგნის პრეზენტაცია "ზოგადსაგანმნათლებლო სკოლის მართვის საკითხები"

20 მარტი,2019

20 მარტს გორის უნივერსიტეტში, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის წიგნის პრეზენტაცია "ზოგადსაგანმნათლებლო სკოლის მართვის საკითხები".
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, მადლობა გადაუხადა სტუმრებს და ისაუბრა ბერიკა შუკაკიძის როლზე თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე სიახლეებსა და რეფორმაზე. წიგნის შესახებ ისაუბრა და ფართოდ მიმოიხილა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადილემ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა წიგნის მნიშვნელობას სკოლის მართვისა და საგაკვეთილო პროცესის სწორად დაგეგმვის საკითხებში. შემდეგ, სიტყვით გამოვიდა თავად ავტორი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე, მან მიმოიხილა ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა და პარალელები სხვა ქვეყნების მაგალითზე .
დასასრულს ბერიკა შუკაკიძემ უპასუხა მსმენელთა შეკითხვებს.
წიგნი დაიბეჭდა გორის უნივერსიტეტის გამომცემლობაში.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა