სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერი,2025

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის სიღარიბის დაძლევის გლობალური მიზნების, შესაბამისი კვლევების შედეგებისა და ეკონომიკური განვითარების ტენდენციების გაცნობა.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ახალგაზრდების როლზე სიღარიბის შემცირების პროცესში, გააცნეს სტუდენტებს თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევები, მომავალი პროფესიების ტენდენციები და ცოდნა, რომელიც აუცილებელია ეკონომიკურ აქტივობაში წარმატებული ჩართვისთვის.
სემინარს უძღვებოდა უფროსი ეკონომისტი, ქალბატონი საიდა ისმაილახუნოვა.
ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა. პრეზენტაციას თან ახლდა სამაგიდო თამაში და დისკუსია, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და დასმულ შეკითხვებზე მიიღეს ამომწურავი პასუხები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა