ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის გახსნა

01 ნოემბერი,2022

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრი გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრაციის კუთხით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ისტორიკოსის, გიორგი სოსიაშვილის წიგნის „პატარა ლიახვის ხეობის ისტორია“ პრეზენტაციაც გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ნაშრომი ფუნდამენტური ხასიათის გამოკვლევას წარმოადგენს და ისტორიული გეოგრაფიის, ლოკალური ისტორიისა და მხარეთმცოდნეობით სფეროს განეკუთვნება. მასში დაწვრილებითაა შესწავლილი პატარა ლიახვის ხეობის როგორც ოკუპირებული, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების სამეურნეო-კულტურული განვითარების ისტორია, დემოგრაფიული მონაცემები, მოსახლეობის განსახლება თუ საქმიანობა, სამიმოსვლო გზები, მატერიალური კულტურის ძეგლები და მათზე შემორჩენილი წარწერები.
ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა