დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

26 მაისი,2022

მიმდინარე წლის 26 მაისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.

უნივერსიტეტში მოეწყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის ფოტოგამოფენა. აგრეთვე, წარმოდგენილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის სკოლების 35 მოსწავლის პროექტები „დამოუკიდებელი საქართველო“; გამოიფინა გორის უნივერსიტეტის სტუდენტების კალიგრამები, რომლებიც ასევე დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა.

ღონისძიება გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც სტუმრებს და გამოფენის მონაწილეებს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე, ისაუბრა იმ წინააღმდეგობებისა და პრობლემების შესახებ, რაც წინ უძღოდა დამოუკიდებლობის მოპოვებას. სტუმრებს მიესალმა და მიულოცა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია მოკლედ მიმოიხილა გორის უნივერსიტეტის პროფესორმა, იოსებ ალიმბარაშვილმა. შეხვედრის მონაწილეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა გორის უნივერსიტეტის მოწვეულმა სპეციალისტმა, სასკოლო პროექტების კოორდინატორმა, ანი კუდუხაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: ისტორიკოსი, პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ლატვიის განათლების პირველი მინისტრი, ქალბატონი ბაიბა რივჟა და საქართველოში ლატვიის სათვისტომოს საპატიო თავმჯდომარე, ქალბატონი რეგინა იაკობიძე.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს, გორის უნივერსიტეტის რექტორმა პროექტების მონაწილეებს გადასცა შესაბამისი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. ასევე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გორის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები და სტუდენტები. კონკურსის თემა - „თავისუფალი საქართველო“

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა