დედაენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ონლაინ ლექცია

14 აპრილი,2020

2020 წლის 14 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ონლაინ ლექცია. სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და დედაენის დღე მიულოცეს: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა.
საჯარო ლექცია წაიკითხეს: ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარიამ კობერიძემ ,,ესე ენაÁ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა“ და პროფესორმა თამარ გოგოლაძემ ,,ენის ეკოლოგიის საკითხები“.
ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა