ჯილდოს გადაცემა

19 სექტემბერი,2018

2018 წლის 12 სექტემბერს ლატვიის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში გაიმართა ღონისძიება, სადაც ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის წევრს, აკადემიკოს იანის სტრადინსს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო, იაკობ გოგებაშვილის მედალი გადაეცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ლატვიაში ქართული სათვისტომოს წევრები, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის და ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები.
აკადემიკოს სტრადინსს იაკობ გოგებაშვილის მედალი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით გადაეცა პეტრე ბაგრატიონის შესახებ შექმნილი სამეცნიერო კვლევისათვის.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორატის, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის და სტუდენტების სახელით, ვულოცავთ აკადემიკოს სტრადინსს ამ წარმატებას, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ მოღვაწეობას პედაგოგიურ და აკადემიურ ასპარეზზე.
http://www.la.lv/akademikis-stradins-sanem-apbalvojumu-par-gruzijas-valdnieku-dzimtas-izpeti

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა