Erasmus+ - ის პროექტის (უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში) მონაწილეთა სამუშაო შეხვედრა.

02 ივლისი,2021

მიმდინარე წლის 28-30 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, Erasmus+“-ის პროექტის „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ („Role of Universities in the Regional Development (RURD)“) ფარგლებში გაიმართა პროექტის მონაწილეთა სამუშაო შეხვედრა.
პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონული ათი უნივერსიტეტი და ევროპელი პარტნიორები ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში, ასევე ჩართულები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
„Erasmus+“-ის პროექტის RURD-ის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი.
შეხვედრაზე მონაწილეებმა დაგეგმეს პროექტის ფარგლებში განსახორცილებელი სამომავლო აქტივობები. იმსჯელეს, რეგიონული უნივერსიტეტების კონფერენციის დაფუძნების საკითხზე და განსაზღვრეს პროექტის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების პერსონალისთვის სატრენინგო/ გადასამზადებელი მასალების სპეციფიკა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა