
ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში სამუშაო ვიზიტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
13 ივნისი,2025
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს ერაზმუს+-ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტებში. მათ შორის აღსანიშნავია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით განხორციელებული პროექტი – „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, რომლის ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფინანსდა ქვეპროექტი „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“.
2025 წლის 10 ივნისს, აღნიშნული ქვეპროექტის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ პროფესორები ხათუნა ამაღლობელი და ირმა ზაქარია. ისინი შეხვდნენ უნივერსიტეტის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს, გააცნეს განხორციელებული კვლევის შუალედური შედეგები. სტუდენტების საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, შეხვედრის დროს, სმარტფონების მეშვებით ჩაატარეს გამოკითხვა.
შეხვედრას კოორდინირებას უწევდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები დავით ჩოჩიშვილი და ზურაბ ოქროპირიძე.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი განაგრძობს ეთნიკურად მრავალფეროვანი სტუდენტების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებას.