
ერთკვირიანი ლექციების ციკლი პოლონეთში
03 დეკემბერი,202129/11/2021-03/12/2021, პროფ. რუიზან მექვაბიძემ და პროფ. სოსო ცოტნიაშვილმა წაიკითხა ერთკვირიანი ლექციების ციკლი პოლონეთში, ბიდგოშჩის კაზიმიერ დიდის უნივერსიტეტში ერასმუს+ ის პარტნიორული პროგრამის ჩარჩოებში. პროფ. რუიზან მექვაბიძემ ლექციების ციკლი კვლევის მეთოდებსა და გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგიაში წარმართა კაზიმიერ დიდის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში, ხოლო პროფ. სოსო ცოტნიაშვილმა - მათემატიკაში, კაზიმირ დიდის უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტში. მან მონაწილეობა მიიღო აგრეთვე მათემატიკის ინსტიტუტში გამართულ სემინარში სადაც მან გაუზიარა თავისი სწავლების გამოცდილება მათემატიკის ინსტიტუტის პერსონალს. პარტნიორული თანამშრომლობა კაზიმიერ დიდის უნივერსიტეტთან გრძელდება.