ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო აქტივობების დაგეგმვისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების მიზნით

06 ივნისი,2019

5 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო აქტივობების დაგეგმვისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების მიზნით ეწვივნენ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები - საქართველო“. თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ჩხობაძე და სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი დავით ნადარეიშვილი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ასევე პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, განათლების, უნივერსიტეტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია.
შეხვედრისას, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნისათვის საბუნებისმეტყველო დარგების განვითარების მნიშვნელობას და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან აღნიშნული მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისა და მხარდაჭერის მზაობას.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა