ფოტო გამოფენა

27 ოქტომბერი,2020

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროექტის „შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიული რეპრეზენტაცია, დიდი ლიახვის ხეობა“ (გრანტის ნომერი: OTG-I-19-747) გაიმართა ფოტო გამოფენა. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
ფოტო გამოფენა გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა პროექტის მნიშვნელობისა და აქტივობების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გააცნო გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების ისტორიული და სამეცნიერო კონტექსტი, ასევე ისაუბრა ფოტოსურათების დიგიტალიზაციაზე, რომლებიც სამომავლოდ გამოყენებული იქნება სასწავლო მიზნებისთვის, როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო დონეზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი, ბატონი ჯაბა სამუშია, ქ. გორის მერი, ბატონი კონსტანტინე თავზარაშვილი, ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი დავით რაზმაძე, გორის და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბატონი გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.
ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა და ბატონმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და ხაზი გაუსვევს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმატებას ამ მიმართულებით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა