გამოფენა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

25 თებერვალი,2019

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ნოე ჟორდანიას, სპირიდონ კედიას, ზურაბ ავალიშვილის, ალექსანდრე ბენდიანაშვილის, გურამ შარაძის, ოთარ ჯანელიძის და სხვა ავტორების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომები და მოვლენისადმი მიძღვნილი ფოტორეპროდუქციები (დამოუკიდებლობის აქტი, კონსტიტუცია, იმდროინდელი რუკები, სახელმწიფო სიმბოლიკა და სხვ.).
25 თებერვალს, გამოფენა დაათვალიერეს უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რექტორის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხორბალაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა იოსებ ალიმბარაშვილმა, პროფესორებმა: ოთარ ჯანელიძემ, სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ ზურაბაშვილმა და სხვებმა.
გამოფენა ერთ კვირას გასტანს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა