გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა -100“

09 ოქტომბერი,2018

9 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტში გაიხსნა გამოფენა, სათაურით: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100". ეს არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტი და მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოპულარიზაციას სტუდენტ-ახალგაზრრდობაში. გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა -100“ მოგვითხრობს ქართველი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიას მე-19 საუკუნის დამდეგიდან 1991 წლის 9 აპრილამდე − როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ აღიდგინა სუვერენიტეტი.
გამოფენის ორგანიზატორი იყო გორის უნივერსიტეტი პროფესორი, ოტარ ჯანელიძე, რომელიც ამავე დროს აღნიშნული პროექტის ავტორია.
გამოფენა გახსნა და სტუმრებს მიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე სტუდენტებისთვის. შემდეგ გამოფენის შესახებ ისაუბრა პროექტის ავტორმა, პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ
გორის უნივერსიტეტში გამოფენა გასტანს 20 ოქტომბრამდე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა