გამოიცა პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნი

25 აპრილი,2019

გამოიცა, გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნი „სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II ეგზარქოს ვლადიმერის შიდა ქართლში მოგზაურობის შესახებ“.
1897 წელს საქართველოს ეგზარქოსი ვლადიმერი (ბოგოიავლენსკი) შიდა ქართლს ესტუმრა. საქართველოს ამ უძველეს კუთხეში რუსეთის წმიდა სინოდის მიერ დანიშნულმა უმაღლესმა სასულიერო იერარქმა რამდენიმე დღე დაჰყო და 49 ეკლესია მოინახულა. სოფლებში მას როგორც მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი, ისე უბრალო მოსახლეობა ხვდებოდა. ეგზარქოსი გაეცნო მოქმედ ეკლესიებში არსებულ მდგომარეობას. დაათვალიერა სასულიერო სასწავლებლებიც. ეგზარქოსის შიდა ქართლში მოგზაურობის ამსახველი ჩანაწერები ვლადიმერ ბოგოიავლენსის მიერ ბერად აღკვეცილმა იღუმენმა კირიონმა (მომავალში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II ) რუსულ ენაზე ჯერ პერიოდულ სასულიერო გამოცემაში „Прибавления к „Духовному вестнику Грузинского Экзархата“, რამდენიმე ნაწილად გამოაქვეყნა, შემდეგ კი ცალკე წიგნად, „ И. К.“ ინიციალებით, გამოსცა. კირიონის თხზულება, რომელიც დღეს იშვიათობას წარმოადგენს, ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება. ვფიქრობთ, წიგნი საინტერესო იქნება როგორც ისტორიკოსთათვის, ისე ფართო მკითხველისთვისაც.
რედაქტორები: პროფ. ალექსანდრე მღებრიშვილი, ასოც. პროფ. იოსებ ალიმბარაშვილი.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა