გიორგი ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

11 მაისი,2016

10 მაისს, გორის უნივერსიტეტის ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ინიციატივით გაიმართა ფილოლოგ და ცნობილ მკვლევარ გიორგი ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა გიორგი ჯავახიშვილის დაფარული ღვაწლის შესახებ. ხაზი გაუსვა მისი კვლევების მნიშვნელობას და იმ ფაქტს, რომ სტუდენტები უნდა იცნობდნენ ასეთ მკვლევარებს. ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა თავის გამოსვლაში გამოთქვა მოსაზრება, რომ წარჩინებული სტუდენტების წახალისების მიზნით სასურველია, გორის უნივერსიტეტში დაწესდეს გიორგი ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები: ზურაბ ოქროპირიძე, თამარ გოგოლაძე, მარინე ცერცვაძე, რომელბმაც დამსწრე საზოგადოებას ესაუბრნენ გიორგი ჯავახიშვილის შემოქმედების შესახებ. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ სტუმრები: ქალბატონი შარლოტა კვანტალიანი და დოდო ჭუმბურიძე. სტუდენტებმა წაიკითხეს ამონარიდები წერილებიდან. დასასრულს, გიორგი ჯავახიშვილის ვაჟმა, ცნობილმა ისტორიკოსმა ნიკო ჯავახიშვილმა შეაჯამა შეხვედრა, მადლობა გადაუხადა გორის უნივერსიტეტს შეხვედრისთვის და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა