გიორგობისადმი მიძღვნილი კონცერტი

25 ნოემბერი,2019

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა გიორგობისადმი მიძღვნილი კონცერტი.
ღონისძიება გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრეთ, ისაუბრა უნივერსიტეტისა და სკოლების სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ხორბალაძე.
გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ სსიპ გორის #3, #4, #12, ახალდაბის, ბერბუკის, სვენეთის, უფლისციხის, ტინისხიდის და კარალეთის საჯარო სკოლიების მოსწავლეები.
ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა მონაწილე საჯარო სკოლების წარმომადგენლებს გადასცა მადლობის სიგელები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა