გოდერძი ჩოხელის შემოქმედება

12 დეკემბერი,2018

12 დეკემბერს, გორის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრისა და ტირძნის საჯაროს სკოლის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიეძღვნა გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას.
ლიტერატურული საღამო გახსნა, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა და ღონისძიების იდეის ავტორმა თამილა გოგოლაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და დამსწრეებს გააცნო ტირძნისის საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბი.
გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვიანორ ახალაიამ; ფილოლოგიის დოქტორმა, ბატონმა გიორგი გოგოლაშვილმა.
ღონისძიების დასასრულს, სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს გოდერძი ჩოხელის შემოქმედების მიხედვით შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა