ღონისძიება ,,სკოლის ეკოკლუბების გამოწვევები და უნივერსიტეტის სტუდენტთა ჩართულობა“

25 იანვარი,2023

2023 წლის 25 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ იოსებიძემ ჩაატარა ღონისძიება გორის VIII, IX, XII და სკოლა ,,თამარიონის‘’ ეკოკლუბების მოსწავლეებთან თემაზე: ,,სკოლის ეკოკლუბების გამოწვევები და უნივერსიტეტის სტუდენტთა ჩართულობა“. მომხსენებელმა ისაუბრა აღნიშნული კლუბების როლზე და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე.

სტუმრებს მიესალმა და წარმატებები უსურვა განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: გორის IX, XII და სკოლა „თამარიონის“ პედაგოგები: ლელა ბედოშვილი, მარიკა ვართუმაშვილი და ეთერ ლუკაშვილი. მათ ისაუბრეს ღონსძიების მნიშვნელობაზე, დასახულ გეგმებზე და შემდგომ თანამშრომლობაზე. დისკუსიაში აქტიურად ჩართვნენ მოსწავლეები.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა