გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრი დაფუძნდება

02 ნოემბერი,2021

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დაფინანსებით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრი დაფუძნდება, რომლის მიზანი იქნება ინკლუზიურ და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დანერგვა შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით.
ბავშვთა უფლებების ცენტრი დაეხმარება განათლების მომავალ სპეციალისტებს, მშობლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ბავშვის უფლებების უკეთ გააზრებაში. ცენტრში გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები - ტრენინგები, საჯარო ლექციები და დისკუსიები, და შემუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო მასალები ბავშვთა უფლებების შესახებ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 2 მოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრის ტრენერებს შეხვდა, სადაც განიხილეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელ საჯარო ლექციებისა და დისკუსიების თემატიკაზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა