გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან

12 ივნისი,2023

მიმდინარე წლის 12 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი შეხვდა სტუდენტებს და გააცნო ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 05 ივნისის №645032 ბრძანების შესახებ, რომლის მიხედვითაც, სტუდენტებს, რომლებმაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი სოციალური პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №1613, 09.12.2019; №1205958, 16.12.2020; №1334445, 08,12.2021; №1580808 09.12.2022 ბრძანებებით და სწავლობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებულ უნივერსიტეტებში, სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მიმდინარე სემესტრში (მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის და ივლისის თვეებში), დაენიშნათ ყოველთვიური 300 ლარიანი სოციალური სტიპენდია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა