გორის უნივერსიტეტის რექტორის, მწერალი გიორგი სოსიაშვილის შეხვედრა მოსწავლე ახალგაზრდობასთან

12 ივნისი,2023

მიმდინარე წლის 12 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კაფეს ინიციატივით, ქვემო ნიქოზის ხელოვნების სკოლას სტუმრობდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, მწერალი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ორი მიმართულებით წარმართა შეხვედრა მოსწავლე ახალგაზრდობასთან - როგორც პროზაიკოსმა და როგორც მეცნიერმა. გიორგი სოსიაშვილმა წაიკითხა ამონარიდები თავისი ბოლოდროინდელი მოთხრობიდან ,,იაილები" და ისაუბრა იმ ინსპირაციაზე, რამაც შთააგონა ან ნაწარმოების დაწერა. მეორე ეტაპზე კი ისაუბრა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოღვაწე ოთხ ნიქოზელ ეპისკოპოსსა და ძელიცხოვლის წმ. ნაწილების კავშირზე ნიქოზთან. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.
შეხვედრას, გიორგი სოსიაშვილთან ერთად, ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე და ლიტერატურლი კაფეს ხელმძღვანელი თამარ გელიტაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა