გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა, 10 წარჩინებულ სტუდენტს, სტიპენდია დაუნიშნა

18 ნოემბერი,2021

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის 10 წარჩინებულ სტუდენტს, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა, სტიპენდია დაუნიშნა.
2021 წლის 15-21 ნოემბრის ჩათვლით, სტუდენტთა კვირეულისა და კამპანია „მომავალი პედაგოგის“ ფარგლებში, სტუდენტური ღონისძიებები რამდენიმე ქალაქში გაიმართება. ღონისძიების ინიციატორი „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“ და 6 პარტნიორი უნივერსიტეტია.
„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“, რომელიც მეხუთე წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, გასულ წელს სპეციალური სტიპენდიები დააწესა გორის უნივერსიტეტის იმ წარმატებული სტუდენტებისთვის, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან.
18 ნოემბერს, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა გორის უნივერსიტეტში. ღონისძიების დროს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ბერიკა შუკაკიძემ, ფონდის დირექტორმა, ბატონმა ზურაბ კერვალიშვილმა, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა ალექსიძემ წარჩინებულ სტუდენტებს მიულოცეს ფონდის სტიპენდიანტობა და სამომავლოდ არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ჩართვა შესთავაზეს. სტუდენტებს ასევე მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს გორის უნივერსიტეტის პროფესორებმა ლაურა ელიაურმა და ნოდარ მირაზანაშვილმა.
ფონდის სტიპენდიანტებმა, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის წარჩინებულმა სტუდენტებმა ღონისძიების დროს ჩაატარეს იმიტირებული გაკვეთილი - „ჩემი პირველი გაკვეთილი“.
ღონისძიებას დაესწრენ „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდის წარმომადგენლები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომდგენლები, საჯარო სკოლის პედაგოგები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა