იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

14 ივნისი,2022

2022 წლის 14 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად, დისტანციური ფორმით ჩაატარა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვიანორ ახალაიამ. პლენარულ სხდომაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მამია ფაღავამ წარმოადგინა ბათუმის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური ცენტრის მიერ გამოცემული მონოგრაფიის „ტაო“-ს პრეზენტაცია.

პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის და პედაგოგიკის სექციებში, სადაც, კონფერენციის პროგრამით, წარმოდგენილი იყო 45 მოხსენება.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა