ინოვაციების დღე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

03 ნოემბერი,2016

3 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა "ინოვაციურ დღეებს რეგიონებში" . ღონისძიებას დაესწრნენ სხვადასხვა რეგიონების სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები. შეხვედრაზე საუბარი იყო ინოვაციების როლსა და მნიშვნელობაზე რეგიონებში, ასევე მოხდა რამდენიმე სტარტაპის პრეზენტაცია და გამარჯვებული გუნდების პროდუქტების პრეზენტაცია. ღონისძიების პრეზენტატორები იყვნენ:
გიორგი სოსიაშვილი - გორის უნივერსიტეტის რექტორი-პროფესორი, გიორგი კინწურაშვილი - GITA(საქართველოს ინვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო), ააიპ "ზრდას" წარმომადგენელი - ქეთევან ჭუმბურიძე, Hand4Help - არჩილ საყევარაშვილი, გიორგი ლალიაშვილი, ინოვაცია სოფლად, GRDF ხელმძღვანელი ვანო გრიგოლაშვილი, ჯეოლაბი - სანდრო ასათიანი, Educare - ნინი მუჩიაშვილი.
ღონისძიება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID-ის პროექტს ZRDA-ს ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრაზე პრეზენტატორებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს, თუ რა სახის ხელშეწყობა შეიძლება მიიღონ სააგენტოსა და აღნიშნული პროექტისგან, როგორ უნდა დაიწყონ სტარტაპი და განავითარონ იდეა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა