იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელი საზეიმო წვეულება

02 ივნისი,2022

2022 წლის 2 ივნისს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელი საზეიმო წვეულება გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს, მის აღმატებულებას, ბატონ ენრიკო ვალვოს მიულოცა ეროვნული დღესასწაული, მადლობა გადაუხადა გორის უნივერსიტეტის მხარდაჭერისთვის და გადასცა საჩუქარი.
ბატონმა ელჩმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მათთან ერთად დაათვალიერა ღონისძიებაზე არსებული საგამოფენო სივრცე და უნივერსიტეტის რექტორთან განიხილა ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა