იტალიის ტეზეოს უმაღლესის სასწავლებლის დელეგაცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

19 ოქტომბერი,2022

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია იტალიის ტეზეოს უმაღლესის სასწავლებლის დელეგაცია, პრეზიდენტის სტეფანო ამოდისა და ვიცე-პრეზიდენტის, პროფესორ მელინა ნეგროს შემადგენლობით.
ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამების განხორციელების საკითხი მოდის დიზანის, გასტრონომიულ ტურიზმოსა და ავეჯის დიზაინში და ასევე დაგეგმეს სამომავლო აქტივობები, კერძოდ ერასმუს + -ს საგრანტო კონკურსებში ერთობლივი საპროექტო განაცხადების წარდგენა უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ვიზიტის პირველ დღეს სტუმრები ასევე შეხვდნენ უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს და ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებს.
ვიზიტის მეორე დღეს დელეგაციის წევრები შეხვდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრისა და პროფესიული კოლეჯ „განთიადის“ წარმომადგენლებს, სადაც მხარეებმა იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა