კონცერტი

22 ნოემბერი,2017

22 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღო გორის უნივერსიტეტის კულტურული და შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლებმა, მათ შორის უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის გუნდმა, საესტრადო სიმღერის გუნდმა, სტუდენტურმა თეატრმა, უნივერსიტეტის ბენდმა და მხიარულთა და საზრიანთა გუნდმა „კეხურა“. კონცერტში მონაწილეობა ასევე მიიღეს ჯგუფმა „კანუდოსმა“ და ცენტრ „იბერიას“ ვოკალურ-ინსტრუმენტალურმა ბენდმა.
კონცერტს ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ხორბალაძემ კონცერტში მონაწილე სტუდენტებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გორის უნივერსიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალფეროვანი კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრებით და სიამაყით აღნიშნა, რომ სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ნომრები ნებისმიერ შემოქმედებით საღამოს დაამშვენებდა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა