კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად

01 დეკემბერი,2022

ცხადდება კონკურსი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

უნგრეთი

კაროლი გასპარის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

1. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
2. უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის ინსტიტუციური ტესტირება (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (კაროლი გასპარის უნივერსიტეტი)

სტიპენდია მოიცავს:

1. სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას;
2. ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით;
3. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით.

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დაინტერესებულმა პირებმა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ( I კორპუსი, 214 აუდიტორია) რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 5 დეკემბრის 17.00 საათისა და 6 დეკემბერს მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის ინსტიტუციური ტესტირებაში.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა