კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება

29 ივლისი,2026

მიმდინარე წლის 29 ივლისს, სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისა და ა(ა)იპ ფონდი საერთაშორისო განათლების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელებული, კონკურსის „სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“ გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება.

პროექტის მიზანი იყო VI–IX კლასებისთვის ინოვაციური, კრეატიული და პრაქტიკულად გამოყენებადი სასწავლო რესურსების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხისა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, ასევე გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ:
შიდა ქართლის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს;
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ სპეციალისტებს, რომლებიც პედაგოიგიკა-მეთოდიკის მიმართულებით ახორციელობენ სასწავლ კურსებს;
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების IV და V საფეხურის სტუდენტებს;
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს.
კონკურსი ჩატარდა როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური (მაქსიმუმ 3 წევრი) ფორმატით.

რესურსები მომზადდა შემდეგ მიმართულებებში:
მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება, ფიზიკა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
კონკურსზე წარმოდგენილი იყო 52 მონაწილის 34 სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსი.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს, მონაწილეებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს:
▪ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა;
▪ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთევან ქოქრაშვილმა;
▪ „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.
▪ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ზურაბ ზურაბაშვილმა;
▪ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა;
▪ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა;
▪ სსიპ გორის სახელმიწფო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ალექსიძემ;
▪ ჟიურის თავმჯდომარემ, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერძნიშვილმა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებული ავტორები და მათ მიერ შექმნილი სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები:
„კბილების ჯანმრთელობის გზამკვლევი“ – მაია ადამიშვილი, სსსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
„ქიმიური დომინო“ – თამარ ბერიძე, სსიპ გორის #10, ბერშუეთისა და ქვემო სობისის საჯარო სკოლების მასწავლებელი;
„გაქცევა მოჩვენებების ქალაქიდან“ – მერი ტერუნაშვილი, სსიპ ვაჟა ფშაველას სახელობის გორის #9 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
„წვა და ჟანგვა“ – სვეტლანა მღებრიშვილი, სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფ ქვახვრელის ქიმიის მასწავლებელი; დინარი სადაღაშვილი , სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფ ქვახვრელის მათემატიკის მასწავლებელი;
„ერითროციტების მოგზაურობა ორგანიზმში“ – ნანა ტატურაშვილი, ეკატერინე ხუციშვილი სსიპ ვაჟა ფშაველას სახელობის გორის #9 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლები;
„დედამიწის მოუსვენარი გული – ვულკანები და მიწისძვრები“ – ელენე ბიტარიშვილი, სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების V საფეხურის სტუდენტი.
კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, კონკურსის რჩეულ სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსად დასახელდა: „ქიმიური ექსპერიმენტების ლაბორატორია“ ავტორები: ნინო გარსევანიშვილი და ჟანა ეგაძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ქიმიის მასწავლებლები.
შეხვედრას უძღვებოდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი რატი შუშიაშვილი.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდი „კანუდოსი“.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება

მიმდინარე წლის 29 ივლისს, სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისა და ა(ა)იპ ფონდი საერთაშორისო განათლების...

29 ივლისი, 2026 სრულად ნახვა

პროექტის „იდეიდან ბიზნესამდე“ დასკვნითი ღონისძიება

პროექტი დასრულდა ინტელექტუალური შეჯიბრით, რომლის ფარგლებშიც მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს დამუშავებული ბიზნეს-იდეები.

23 ივლისი, 2026 სრულად ნახვა