ლექცია ჯემალ აჯიაშვილის შესახებ

16 მაისი,2019

16 მაისს გორის უნივერსიტეტში მწერალმა და კრიტიკოსმა, როსტომ ჩხეიძემ წაიკითხა ლექცია ჯემალ აჯიაშვილის შესახებ სახელწოდებით - ,,რას გაგენდობა უფალი შენი“ .
ეს იყო ძველი ებრაული პოეზიის ჯემალ აჯიაშვილის მიერ თარგმნილი ნიმუშების შესახებ მონოგრაფია, რამაც მოიცვა აუდიტორია.

ლექციაზე როსტომ ჩხეიძემ ისაუბრა იმ სიძნელეებზე, რაც თარგმნის და გამოცემის პროცესს თან ახლდა.

ჯემალ აჯიაშვილი იყო შესანიშნავი საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, პოეტი, მწერალი და მთარგმნელი, რომელმაც ძველებრაულ პოეზიას ქართული სული ჩაჰბერა და ასე წარმოადგინა მკითხველის წინაშე.

ლექციის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ გამართა საინტერესო დისკუსია, ზოგადად მთარგმნელობითი საქმიანობისა და პოეზიის შესახებ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა