ლექცია-ექსკურსია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

11 მარტი,2019


2019 წლის 7 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, პროგრამის სასწავლო თემატიკიდან გამომდინარე (არქეოლოგია I, არქეოლოგია II, ეთნოგრაფია I, ეთნოგრაფია II), სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეული დოქტორის გიორგი მინდიაშვილის ხელმძღვანელობით ეწვივნენ და ლექცია-ექსკურსია ჩატარდა საქართველოს ეროვნული მუზეუმში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიისა და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ (ღია ცის ქვეშ) მუზეუმებში.
სტუდენტები გაეცვნენ არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული საგანძურისა და სხვა არქეოლოგიური მასალის ექსპოზიციებს. ღია ცის ქვეშ მუზეუმში სტუდენტებმა დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აქ გადმოტანილ საცხოვრებელ-სამეურნეო ნაგებობათა კომპლექსები, ნახეს აფხაზეთიდან გადმოტანილი, ეშერის დოლმენური სამარხი, თიანეთის სიონიდან, წყალსაცავის მშენებლობის გამო გადმოტანილი ტაძარი და სხვ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა